
1,000 საქმე
თბოგენერატორი
თბოგენერატორის უამრავი სახეობა არსებობს: გამდინარე და რეზერვუარით, ატმოსფერული გამახურებლით და ჭავლური, ფოლადის და თუჯის და ა.შ.
ჩვენთან ყველაზე მეტად გავრცელებულია თბოგენერატორები აირად საწვავზე (გაზი), მაგრამ, ჩვენი ქვეყნის პირობებში, ყველაზე მეტი პრობლემები აქვს ექსპლუატაციისას, ბუნებრივი აირის წნევა ჩვენს მაგისტრალებში გაცილებით დაბალია, ვიდრე დასავლეთში...
თბოგენერატორების წარმოების ლიდერია გერმანია და იატალია, რაღა თქმა უნდა ფასებიც ყველაზე მაღალია. თუმცა თბოგენერატორების ფასებს შორისაც მნიშვნელოვანი სხვაობაა:
> ყველაზე ძვირიანი ფირმებია: ”Viessmann”, “Buderus”.
> შედარებით ხელმისაწვდომია ფირმებია (არანაკლები ხარისხით) – “Bereta”, ”Baxi”, “Wolf”, “Vaillant”, “Ariston”, “De Dietrich”.
> ასევე რეკომინდირებულია ასევე ფირმები: "Korting", "Weishaupt", "Giersch", "Elco".
P.S. გასათვალისწინებელია, რომ დანადგარის საიმედოობას განსაზღვრავს კონსტრუქციისა და წარმოების ტექნოლოგია, ხარისხი... წინასწარ გაარკვიეთ მწარმოებლის საგარანტიო ვადები. ზოგიერთი ფირმა გარანტიას იძლევა მხოლოდ სერვის-მომსახურებაზე ხელშეკრულების შემთხვევაში: არასწორი ექსპლუატაციით რამოდენიმე დღეში შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანო ტექნიკა.
რა თქმა უნდა თბოგენერატორი უნდა შეარჩიოთ ფასის მიხედვით, მაგრამ არა გამახურებლის ხარჯზე. არავის არ უნდა “ფოლკსვაგენი” “ზაპოროჟეცის” ძრავით...
გამახურებლები
თბოგენერატორები აირად საწვავზე ერთმანეთისგან, უპირველეს ყოვლისა, გამოირჩევა გამახურებლით. გამახურებლები ორი ტიპისაა:
• ატმოსფერული გამახურებლით (ღია კამერა) და
• ჭავლური (დახურული კამერა).
• ჭავლური თბოგენერატორები უფრო საიმედოდ მუშაობენ მაგისტრალზე დაბალი წნევისას, მაგრამ აქვს უარყოფითი მხარეც – შედარებით ხმაურიანია.
• თბოგენერატორები ატმოსფერული გამახურებლით პრაქტიკულად უხმაუროდ მუშაობენ, მაგრამ ევროპული ტექნიკის ექსპლუატაცია გათვალისწინებულია არანაკლებ 150მმ.სვ. წნევისას. 130მმ.სვ. წნევაზე დაცემისას მუშაობს სიმძლავის 85%-ით. რაც თავისთავად არც ისე საშიშია, მაგრამ წნევის დაცემისას, გაზის ალი, როგორც პროფესიონალები ამბობენ, “ჯდება” გამახურებელზე და გამახურებელი იწვება.
ჭავლურ თბოგამახურებელს ეს საშიშროება არ ემუქრება, ამდენად ისევ ჭავლური უნდა ვარჩიოთ, ხმაურისდა მიუხედავად. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული წარმოების თბოგამახურებლები უფრო მეტად ადაპტირებულია ჩვენს პირობებზე – გაზიფიკაციის სტანდარტები ამერიკაში გაცილებით ახლოსაა ჩვენს პირობებთან. ეს, რაც შეეხება დასადგამ თბოგენერატორებს.
კონსტრუქციის კარდინალურად განსხვავებული პრინციპის გამო, კედლის, ჩამოსაკიდებელი თბოგენერატორები გაცილებით შეესაბამებიან გაზის დაბალ წნევას. ამ ტიპის თბოგენერატორებში გაზი არ “ჯდება” და გამახურებელი არ იწვის, ამიტომ პრაქტიკულად ნებისმიერი ფირმის დანადგარი იოლად ადაპტირდება ჩვენი პირობების მიმართ. ამ შემთხვევაში არ არსებობს მკვეთრად გამოხატული ლიდერი – მწარმოებელი ფირმა. რეკომენდირებულია იტალიური ფირმები – “Bereta”, ”Baxi”, “Ariston”, გერმანული ფირმები – “Vaillant”, “Viessmann” “Buderus” და ა.შ.
კედლის, ჩამოსაკიდებელი თბოგენერატორების ექსპლუატაცისას, პრობლემები გვხვდება არა დანადგარის კონსტუქციის გამო, არამედ სითბოს მატარებლად ეთილენგლიკოლის ბაზაზე სხვადასხვა სითხეების გამოყენებისას (ანტიფრიზი).
ეთილენგლიკოლი წყლისგან განსხვავდება ნაკლები თბოტევადობითა და მაღალი დენადობით. რაც არასწორი ექსპლუატაციისას იწვევს თბომცვლელის კედლების გადახურებას, ანტიფრიზის კოკქსირებას, ნამწვის ფენის გაჩენას და გათბობის სისტემის მუშაობის შემდგომ გაუარესებას, ამით არ მთავრდება პრობლემები, შემდგომ მოსალოდნელია ადგილი ჰქონდეს თბოგენერატორის გადახურებას, გამორთვებსა და ა.შ.
რჩევა # – სანამ სისტემაში რაიმეს ჩაასხავთ, კონსულტაცია მიიღეთ სპეციალისტისგან.
სამწუხაროდ, ხშირად ჩვენს ბაზარზე არასწორ ინფორმაციას არ აწვდიან მყიდველს – მაგ. თბოგენერატორის სიმძლავრის მაგივრად (ე.ი. ის ენერგეტიკული სიმძლავრე, რომელსაც რეალურად მიაწვდის სისტემას), უთითებენ გამახურებლის სიმძლავრეს.
რჩევა # – თბოგენერატორის (საქვაბის) შეძენისას გაარკვიეთ სარეკლამო დოკუმენტაციაში მითითებული სიმძლავრე – თქვენ გაინტერესებთ თბოგენერატორის რეალური სიმძლავრე. ან მიმართეთ სპეციალისტს.

