
1,000 საქმე
მილები
შეძლებისდა მიხედვით გამოიყენება სხვადასხვა სახის მილები:
• რკინის (შავი ან უჟანგავი),
• სპილენძის,
• პოლიპროპილენის (პლასტმასის) და
• მეტალოპლასტიკის.
გამოყენებული მილების სახეობა დამოკიდებულია გათბობის სისტემის პროექტზე და შეირჩევა მოცემული მახასიათებლების უზრუნველსაყოფად:
• ჰიდრავლიკური,
• ექსპლუატაციის,
• ეკონომიური და
• ეკოლოგიური.
ამ პარამეტრების მიხედვით, ჩვენი ჯგუფი უდავო უპირატესობას ანიჭებს მეტალოპლასტიკის მილებს.
რჩევა # – შეარჩიეთ მილის ერთი ტიპი და შესაბამისად ააგეთ გათბობის სისტემა. უმჯობესია ერთი რომელიმე ფირმის მოწყობილობის გამოყენება, მაგ.: “Oventrop”, “Rehau”, “Herz”.
რაც მთავარია, მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ მილების სტიკებს (გადაბმებს), რომელიც ყველაზე სუსტი წერტილია სისტემაში – თითოეული სტიკი დამატებითი რისკ-ფაქტორია.
ამიტომაც ინჟინერ-ფიზიკოსთა ოფისი მილგაყვანილობას ასრულებს სპეციალურად შემუშავებული მეტალოპლასტიკის კოლექტორული სისტემით, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს სტიკებს.
ამ სისტემით შესრულებული მოდული
> გათბობის,
> წყალგაყვანილობისა და
> გათბობა-გაგრილების
განაპირობებს მაქსიმალურ გარანტიებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
პრაქტიკულად, სახლის არსებობის მთლიან პერიოდში გამორიცხულია წყლის გაშვება, კედლის, იატაკისა და ქვედა სართულის ჭერის ჩამორეცხვა “გაუგებარი მიზეზების გამო”, “აბა მე რა ვიცი” და ა.შ და რაც მთავარია, ეს ტერმინები მით უფრო გულის მომკვლელია, რაც უფრო ახალი და კაპიტალური რემონტია, რაც, ხშირად, ოჯახის უკანასკნელი დანაზოგით სრულდება.
მეტალოპლასტიკის მილგაყვანილობა
ჩვენი ოფისის საორიენტაციო პრაისი ბინის ფართის შესაბამისად:

