top of page

რადიატორები

ჩვენთან და სხვა ფირმებშიც რადიატორების ფართო ასორტიმენტია, არჩევანი უნდა გააკეთოთ დიზაინისა და მასალის მიხედვით:

 

•    თუჯის რადიატორები – ყველაზე გამძლეა, მაგრამ ძალიან თბოინერციულია და რთულია ტემპერატურის რეგულირება რადიატორისა და ოთახის თერმოსტატებით, თბოგენერატორის რეგულირების გარეშე.
•    ფოლადის რადიატორები (პანელის ტიპი) – უპირატესობა: ფართო ასორტიმენტი ზომებსა და დიზაინში, სითბოს გაცემის მაღალი კოეფიციენტი, წყლის მცირე ტევადობა, კარგი რეგულირება რადიატორის თერმოსტატებით,

მცირე თბოინერცია. ძირითადი უარყოფითი მხარეებია: ვერ იტანს სისტემის დაცლას სითხისაგან, გათბობის ღია სისტემებს და სისტემებს, სადაც გამოიყენება ჟანგბადის დიფუზიასთან არამდგრადი მილები (პოლიპროპილენის ზოგიერთი მილები).

•    ალუმინის რადიატორები – შუალედურია თუჯისა და ფოლადის რადიატორებს შორის. აერთიანებს ამ ორი ჯგუფის ყველა დადებით ფაქტორებს. აზრი აქვს, როდესაც რაიმე მიზეზის გამო არ გვაკმაყოფილებს თუჯის ან ფოლადის რადიატორი. 
შენიშვნა: რადიატორის ხარისხი ბევრადაა დამოკიდებული გამოყენებული მასალის ხარისხზე და შესაბამისად, დამამზადებელ ფირმაზე.
•    ბიმეტალის რადიატორები – ფოლადის შიგთავსითა და ალუმინის გარსით. გათვალისწინებულია მაღალ წნევაზე, მრავალსართულიანი შენობების ცენტრალურ სისტემებისთვის. 
•    ფოლადის რადიატორები, მილისებრი და კონვენტორები – ისევე როგორც ბიმეტალის რადიატორები, გათვალისწინებულია მრავალსართულიანი სახლებისთვის. ხასიათდება სითბოს გაცემის შედარებით მცირე ფართით და შესაბამისად – მცირე სასარგებლო სიმძლავით.

 

•    ჩვენი ოფისი უპირატესობას ანიჭებს ალუმინის სექციურ რადიატორებს, რომელიც ყველაზე ოპტიმალურია ხარისხისა და ფასის მიხედვით. 
ასევე რეკომინდირებულია პანელური რადიატორები, რომელთა ფასი ~ 40-45%-ით ნაკლებია

 

ალუმინის სექციური რადიატორები
ჩვენი ოფისის საორიენტაციო პრაისი ბინის ფართის შესაბამისად:

bottom of page