top of page

რა არის ფინანსური პირამიდა

პირამიდების სახეობები

 

ფინანსური პირამიდა არის შემოსავლის მიღების ცენტრალიზებული მოდელი,

სადაც ხდება ახალი მონაწილეების ფულადი სახსრების გადანაწილება სათავეში - დამწყებზე (ორგანიზაციაზე), ან/და მარკეტინგის შესაბამისად, შემდგომ, რაღაც ნაწილის უკან დაბრუნება ზედა მონაწილეებზე.

ფინანსური პირამიდის ძირითადი თვისებებია:

1.  საგრძნობი თანხის (როგორც წესი $100 -  დან) ჩადების აუცილებლობა.

2.  მაღალი პროცენტების დაპირება – ეს არის ფინანსური პირამიდის მთავარი თვისება, ჩადებული თანხის გაუმართლებლად მაღალი პროცენტის დარიცხვა.

3.  თანხის დაბრუნების მოლოდინი - სწრაფად, მოკლე დროში.

4.  აუცილებელია მოიზიდოთ რაც შეიძლება მეტი (განუსაზღვრელი) ახლობელი, რომლებმაც ასევე უნდა ჩადონ / დააბანდონ თანხა.

5.  სხვადასხვა ლეგენდა:

  • ორგანიზაციას გააჩნია რაღაც პროექტი “ნოუ-ჰაუ”, რომელიც ერთადერთია, განუმეორებელი, გასაიდუმლებული და ა.შ.

  • ან ორგანიზაციას გააჩნია აქციების საფონდო ბირჟებზე, ფორექსი და ა.შ.

 

ასეთ პროექტებს ეწოდება HYIP (High Yield Income Programs) - მაღალი საპროცენტო შემოსავლის პროგრამები – “ჰაილი”. ძირითადად იყენებენ ერთი და იგივე პროგრამულ ძრავს, სადაც მოცემულია ზოგადად: მეანაბრეთა საერთო რაოდენობა, ანაბრების საერთო რაოდენობა, გადახდების საერთო რაოდენობა, ახალი მეანაბრეების რაოდენობა, დღეს დარეგისტრირებულთა რაოდენობა, და ა.შ.

შენიღბული ფინანსური პირამიდები

ქსელური მარკეტინგი - ფინანსური პირამიდა

ქსელური მარკეტინგი საქონლის რეალიზაციის ერთ-ერთი მეთოდია სხვადასხვა ხარჯების შემცირებით დისტრიბუტორების მუშაობის ხარჯზე – ეს არის მშვენიერი მარკეტინგული მიგნება, 

თუმცა არსებობს ქსელური მარკეტინგით შეფუთული ფინანსური პირამიდები 

მათი ძირითადი თვისებებია:

 

1.   დიდი საწევრო / შესატანი თანხა, როგორც წესი $100 - $5,000 დოლარი - ზირითადად, აქედან ხდება “დისტრიბუტორების” ანაზღაურება.

2.   საქონელს საერთოდ არ აქვს საბაზრო ღირებულება ამ ორგანიზაციის გარეშე - ეს არის ამ ტიპის პირამიდის მთავარი თვისება.

3.   თანხის მიღების არასრულყოფილი დოკუმენტაცია (ზედნადები, ხელშეკრულება, ჩეკი, საბანკო გატარება) ან დოკუმენტაციის საერთოდ არ არსებობა.

4.   თანხას მიიღებთ თქვენს მიერ მოზიდული ხალხის რაოდენობიდან და არა სტრუქტურის ბრუნვიდან...

5.   ორგანიზაციის მუშაობისას აქცენტი კეთდება სწრაფ შემოსავალზე და შესაბამისად, საქონელი წარმოადგენს პირამიდის შეფუთვას.

ჩვეულებრივი ფინანსური პირამიდები

ასეთი პირამიდები ბევრია, აქ თანხას უხდით დამწყებს (ორგანიზაციას), რომელიც შემდგომ თქვენგან დამოუკიდებლად, ანაწილებს თანხას ზედა მონაწილეებზე და თანხას იღებთ განუსაზღვრელი რაოდენობის მოზიდული წევრების შემონატანიდან.

მატრიცული ტიპის ფინანსური პირამიდები

ზემოდ ხსენებული ტიპის პირამიდები შესძლებელია იყოს მატრიცულიც, განსხვავება ისაა, რომ ზედა პირამიდებში შემოსავალს იღებთ, როგორც კი მოიწვევთ თქვენს ქვედა მონაწილეს; ხოლო მატრიცულში თქვენს ქვემოდ რამდენიმე ხაზი უნდა შეივსოს, რომ მიიღოთ შემოსავალი. მაგალითად, Emgoldex –ში, უნდა მოიწვიოთ მხოლოდ 2 ადამიანი (მაგრამ აქედან თქვენ შემოსავალი არა გაქვთ), ამ 2-მა კიდევ 2 და მხოლოდ მე-3 დონეზე იღებთ შემოსავალს.

P.S. რა თქმა უნდა, პირამიდებში შესაძლებელია გამომუშავება, თუ “მოასწარით” დასაწყისში

bottom of page